“ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შემუშავებაში მინიმალური როლი გვაქვს“, – ამის შესახებ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტია ჩართული.
„ჩვენ მინიმალური როლი გვაქვს, რადგან კანონმდებელი ორგანო არ ვართ. ინვესტიციების კანონის მიმართულებით, უფრო მეტად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი როლიც არის. ქვეყანა, რომელსაც დახვეწილი და ჰარმონიზებული კანონი ექნება, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს. მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა. კანონის შემუშავების შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხსენებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს.
საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…